საახალწლო ფასდაკლება 30%

Arte E Natura”-ს ისტორია 2014 წლიდან იწყება, როდესაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იტალიელმა სტილისტმა, დომენიკო კასტელომ დაასკვნა, რომ თმის სიჯანსაღისთვის საჭიროა მივმართოთ თავდაპირველ-ბუნებრივ და ნატურალურ პროდუქტებს, რაც საშუალებას მოგვცემს ყველა ტიპის თმას იდეალური სტრუქტურა და ბზინვარება მივანიჭოთ.

ბრენდის ფილოსოფია შთაგონებულია იტალიის კულტურითა და ბუნებით. იგი ეფუძნება La dolce chioma-ს კონცეფციას, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელი და მოვლილი თმა არა მხოლოდ ვიზუალის, არამედ ადამიანის ცხოვრებისეული სიმშვიდისა და შინაგანი ბალანსის განმსაზღვრელია.

Arte E Natura-ს თმის მოვლის ხაზი 4 ძირითადი პროდუქტისგან შედგება: შამპუნი, კონდიციონერი, ზეთი და hero პროდუქტი — განსაკუთრებული ფორმულით შექმნილი მინერალიზირებული ამპულები, რომელიც სალონური პროცედურის შესაძლებლობას სთავაზობს სახლის პირობებში. პროდუქტები სრულიად ბუნებრივი ინგრედიენტებითაა დამზადებული, რომლებიც იტალიაში ტრადიციულად, ადგილობრივი მცირე მეწარმეების მიერ ორგანული მეურნეობებიდან მოიპოვება.

წლების მანძილზე ლაბორატორიული ტესტირებებისა და პროფესიული დაკვირვებების შედეგად შეიქმნა სრულყოფილი, გაუმჯობესებული ფორმულა, რომელიც იდეალურად ერგება თანამედროვე ქალისა და მამაკაცის მოთხოვნებს, და იმავდროულად ინარჩუნებს ნამდვილ იტალიურ, ავთენტურ ტრადიციებს.

Search
შესვლა

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება

არ გაქვთ ანგარიში?
რეგისტრაცია

მოდით, თქვენი ანგარიში შევქმნათ

უკვე გაქვთ ანგარიში?